"პრემიერ-მინისტრს ძალიან ნათლად აქვს გაწერილი ის გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებს"

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "პრემიერ-მინისტრს ძალიან ნათლად აქვს გაწერილი ის გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებს".

ასე გამოეხმაურა სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მიერ ესტონურ გამოცემასთან გაკეთებულ განცხადებას.

"პრემიერ-მინისტრს ძალიან ნათლად და არაერთხელ აქვს გაწერილი და წარმოდგენილი ის გეგმები, რის განხორციელებასაც აპირებს, მათ შორის, პოლიტიკაში ყოფნის ხანგრძლივობაც, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რაც პრემიერმა თქვა, ვიდრე დავუშვათ, ერთი საგაზეთო სტატია", - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკიდან წავა.