სუბარი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი პირადად გასცემდა ბრძანებებს და ის სამსჯავროზე მალე წარსდგება

სუბარი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი პირადად გასცემდა ბრძანებებს და ის სამსჯავროზე მალე წარსდგება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად გასცემდა ბრძანებებს და ის სამსჯავროზე მალე წარსდგება. 

ასე გამოეხმაურა სუბარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ იარაღის საწყობები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მისი დავალებით შეიქმნა.

"ეს არის კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება. ძალიან მალე დადგება მისი სამსჯავროზე წარდგენის დრო და მალე დავინახავთ, რომ აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულზე, რასაც ჩადიოდა. ის გაუპატიურებებიც, ის საშინელებებიც სწორედ მისგან მოდის. მან შექმნა ეს სისტემა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირადად ხელმძღვანელობდა და გაცემდა ბრძანებებს", - განაცხადა სუბარმა.