"პრემიერი თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი"

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარს ნორლანდის აზრით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.

ამის შესახებ ნორლანდმა პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში აპირებს პოლიტიკიდან წასვლას.

"მიმაჩნია, პრემიერმა ნათლად განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გეგმავს პოლიტიკიდან წასვლას. იგი ამის გაკეთებას ისე გეგმავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი", - განაცხადა ნორლანდმა.