ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი დაიწყო. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრები გაიმართება ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები დღეს წმინდა ადგილებს მოილოცავენ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
ბიძინა ივანიშვილი ისრაელში ვიზიტს 25 ივნისს დაასრულებს.