იარაღის საწყობები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე პრეზიდენტის დავალებით შეიქმნა

იარაღის საწყობები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე პრეზიდენტის დავალებით შეიქმნა

იარაღის საწყობები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით შეიქმნა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა განუცხადა.

"გავაკეთეთ მართლაც იარაღის საწყობები, ეს ჩემი დავალება იყო. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ყველგან გავაკეთეთ იარაღის საწყობი. მე დაცვის ხაზები და ჩვენი გამაგრებები ნანახი მაქვს, მაგრამ მომიტევეთ და იარაღის საწყობები ნანახი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ნებართვა მქონდა მიცემული, რომ გაგვეკეთებინა, რადგან ხელახალი აგრესიის პირობებში, ჩვენ ისეთი დაუცველები არ უნდა ვყოფილიყავით, როგორიც ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო 2008 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში არც ჩემთვის, არც მთავრობისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი არაფერი იყო. ამ საწყობებში ვიდეოკადრები რომ არ იყო, მგონი, ყველა ვხვდებით", - განაცხადა სააკაშვილმა.