ირაკლი სესიაშვილი - მთავარია, სახელმწიფო სისტემა გაიმართოს ისე, რომ მისი მუშაობა იყოს ეფექტური

ირაკლი სესიაშვილი - მთავარია, სახელმწიფო სისტემა გაიმართოს ისე, რომ მისი მუშაობა იყოს ეფექტური

მთავარია, სახელმწიფო სისტემა გაიმართოს ისე, რომ მისი მუშაობა იყოს ეფექტური, - ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმა ირაკლი სესიაშვილმა პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას, რომელიც არჩევნების შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან მის წასვლას ეხება.

"ივანიშვილმა არჩვენების წინ საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩებოდა მანამ, სანამ ქვეყანა ფეხზე დადგებოდა და ხელისუფლების ყველა შტო იმოქმედებდა და იმუშავებდა ეფექტურად. ამის შემდეგ მისი გადასაწყვეტია, როგორ და რანაირად იმოქმედებს. მთავარია, სახელმწიფო სისტემა ჩამოყალიბდეს ისე, რომ მას შეეძლოს დემოკრატიულ სახელმწიფოში ნორმალურად მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ამას პრემიერი ძალიან მალე მიაღწევს", _ განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.