იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან" აცნობეს , საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გახსნის.
საბჭოს ახალი შემადგენლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს, კერძოდ, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების რამოდენიმე მოსამართლისათვის დაწყებული საქმეების განხილვის დამთავრებამდე უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხს" განიხილავს.
"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომების დღის წესრიგი საჯაროა და საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსდება", - აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.