საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 24 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს , ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ქნესეთის წევრებს და ისრაელში მცხოვრებ ქართველ-ებრაელებსაც შეხვდება. ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმშიც.
ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს მთავრობის მეთაური ჯვრის მონასტერსა და გოდების კედელსაც დაათვალიერებს.