"ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა სისტემაში არსებული დანაშაულის შესახებ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა სისტემაში არსებული დანაშაულის შესახებ.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა შსს-ს მიერ აღმოჩენილი ვიდეო-ფირების კომენტირებისას განაცხადა.

"რა თქმა უნდა, როდესაც სისტემაში რაღაც ხდება, პირველი დამნაშავე მინისტრია და ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს ვგულისხმობ, რომელიც შს მინისტრი იყო. თუ მან იცოდა და მისი ბრძანებით კეთდებოდა ეს, დამნაშავეა. თუ არ იცოდა და მის ზურგს უკან კეთდებოდა, მაშინ ორგზის დამნაშავეა, მაგრამ, რაც მე გითხარით, ამ ყველაფერს დამტკიცება, სასამართლო და გამოძიება სჭირდება. ჩვენ შეიძლება, ბევრი რამ ვთქვათ, მაგრამ ყველა სიტყვას და ბრალდებას დადასტურება სჭირდება. იმედი მაქვს, ეს დადასტურდება კიდეც", - განაცხადა ბერძენიშვილმა.