ხანძარს 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ჩუღურეთის რაიონში ხანძარს 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხლილველებმა განუცხადეს, შემთხვევა გამთენიისას მეუნარგიას ქუჩაზე მოხდა. ცხედარი საკუთარი სახლის სამზარეულოში აღმოაჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო ბრიგადა, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადები, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი სხეული, ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად დაიწვა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დილამდე მუშაობდნენ.

წინასწარი ვერსიით, ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გააჩინა.