თეა წულუკიანი ხვალ

თეა წულუკიანი ხვალ "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ახალ შენობას გახსნის

"საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" ხვალიდან ახალ შენობაში გადადის. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ოფისს ხვალ, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" დირექტორი, ჯონი კვინიკაძე გახსნიან.

ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო ირაკლი აბაშიძის ქ. №68-ში განთავსდება. შენობა სპეციალურად "საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის" გარემონტდა, განახლდა საოფისე ინვენტარიც.

"საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" 1998 წლის პირველი ოქტომბრიდან არსებობს. მიუხედავად ფუნქციონირების 14-წლიანი ისტორიისა, გამოცემა ხან − იუსტიციის სამინისტროს, ხან კი მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებში იყო განთავსებული. ამიერიდან მას საკუთარი ოფისი ექნება.