დავით პაიჭაძე ირაკლი ღარიბაშვილთან შეკამათების დეტალებს ყვება

დავით პაიჭაძე ირაკლი ღარიბაშვილთან შეკამათების დეტალებს ყვება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალლისტი დავით პაიჭაძე შს მინისტრთან შეხვედრაზე მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეკამათების დეტალებს ყვება. 

"საქმე ვიდეოჩანაწერის ჩვენებამდე არ მისულა, პირდად მე ისე დავტოვე დარბაზი. შეხვედრის დაწყების დროს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ვინც ვერ გაუძლებდა ამ კადრების ჩვენებას, შეეძლო წასულიყო. მან თქვა, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული პირების სახეები და მოქმედება დაფარულია. მე ვთხოვე უფრო ვრცლად განემარტა "დაფარულობა" და ვკითხე – ხომ არ ჩანდა სხეულის მოხაზულობა, ხომ არ ისმოდა საუბარი, ხომ არ ასახელებდა ის საკუთარ ან ნათესავების სახელებს და განვუმარტე, რომ თუ ეს ასე იყო, მაშინ ჩვენ გავხდებოდით კანონდარღვევის მონაწილე, ვინაიდან, პიროვნების პირადი მონაცემები უნდა იყოს დაცული. ამის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა ამით 9 წლის განმავლობაში დავინტერესებულიყავით. 9 წლის ხსენებას მქუხარე ტაში მოჰყვა. მე მას ვუთხარი, რომ ის აზრზე არ არის რას ვაკეთებდით 9 წელი და შეხვედრა დავტოვე", – განაცხადა დავით პაიჭაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მის კოლეგას ეკა კვესიტაძეს.

"ცოტა დააკლდა, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც არ გადასულიყვნენ", - აღნიშნა პაიჭაძემ.