შინაგა საქმეთა მინისტრთან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ტელეკომპანია "პირველი არხის" ჟურნალისტებმა ეკა კვესიტაძემ, დავით პაიჭაძემ და არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენეგელმა - კახა კოჟორიძემ, ნინო ლომჟარიამ და ეკა გიგაურმა დატოვეს.
როგორც ჟურნალისტებს ეკა კვესიტაძემ განუცხადა, მისი პროტესტის მიზანი გახდა "ცირკი", რომელიც შეხვედრაზე ირაკლი კაკაბაძემ და შალვა რამიშვილმა მოაწეყვეს.
"მოიყვანეს ადამიანი, რომლებაც დადგეს ცირკი. შეხვედრა დავტოვე იმისთვის, რომ ცირკში მონაწილეობა არ მინდოდა", - განაცხადა კვესიტაძემ და განმარტა, რომ მედიის წარმომადგენლებს შორის უთანხოება გამოიწვია საკითხმა, ეჩვენებინათ თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე ვიოდეოკადრები.
ამასთან, კვესიტაძემ შს მინისტრს პარასკევს საკუთარ გადაცემაში იწვევს და განმარტავს, რომ მასთან ბევრი შეკითხვა აქვს. მისი თქმით, ღარიბაშვილს გადაცემაში 6 თვეა, ეპატიჟება და პრესსმსახურისგან უარს იღებს.