სახელმწიფო დეპარტამენტი:  საქართველოს ხელისუფლება ვერ იცავს ადამიანთა ვაჭრობის აღკვეთის მინიმალურ სტანდარტებს

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს ხელისუფლება ვერ იცავს ადამიანთა ვაჭრობის აღკვეთის მინიმალურ სტანდარტებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გააცნო. 

2013 წლის ანგარიშში მსოფლიოს 188 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის საქართველოც, რომელიც მეორე დანაყოფში იმყოფება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნულია, საქართველო ქალებისა და გოგონების სექსუალური ტრეფიკინგის, ასევე ქალებისა და მამაკაცების იძულებითი შრომის ტრანზიტს, წყაროსა და მიმართულებას წარმოადგენს.

"ქალები და გოგონები ექცევიან სექსუალური ექსპლუატაციის ქვეშ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ქალები უზბეკეთიდან და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც, ექცევიან იძულებითი პროსტიტუციის და კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის ქვეშ საქართველოს ტურისტულ მხარეში – ბათუმსა და გინიოში", - ნათქვამია ანგარიშში.

2013 წლის ადამიანთა ტრეფიკინგის ანგარიშში ასევე საუბარია უცხოეთის ქვეყნის მოქალაქე ქალბატონებზე, რომლებიც პროსტიტუციით არიან დაკავებული საქართველოში, საუნებში, სასტუმროებსა და ღამის კლუბებში. დოკუმენტში ასევე საუბარია უცხოეთის ქვეყნის მოქალაქეების გამოყენებაზე სოფლის მეურნეობის სექტორში, სამშენებლო თუ სხვა ბიზნესებში.
"საქართველოს ხელისუფლება სრულად ვერ იცავს ადამიანთა ვაჭრობის აღკვეთის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა მასთან შესაბამისობისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევა. წინა წელთან შედარებით, ადამიანთა ვაჭრობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოსავლენად სამართალდამცავთა ძალისხმევა შემცირდა", - ნათქვამია ანგარიშში.

აშშ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მიიღოს უფრო ეფექტური ზომები ტრეფიკინგის აღმოსაჩენად და პოტენციური მსხვერპლის გამოსავლენად.

ანგარიშში ასევე ხაზგამსულია, რომ მთავარობა აგრძელებს ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს იუსტიციის ახალმა მინისტრმა დაადასტურა, რომ ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება და ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველი 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დასრულება, რომელსაც 2013 წელს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.

ადამიანთა ტერფიკინგის ყოველწლიურ ანგარიშში მე-2 დანაყოფში ხვდებიან ის ქვეყნები, რომელთა ხელისუფლება სრულად ვერ იცავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტის მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევა ამ სტანდარტებთან მიახლოებისთვის.