დავით გელაძის წინააღმდეგ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრის თქმით, სამართალდამცავებს ეკუთვნით მადლობა, რომ ახალგაზრდის დაჭრის საქმეზე სავარაუდო დამნაშავე გამოავლინეს.
"იმ საზარელმა დანაშაულმა, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, შეძრა ქართული საზოგადოება. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. სამართალდამცველებს ეკუთვნით მადლობა, რომ ამ საქმეზე სავარაუდო დამანაშავე გამოავლინეს, და, რაც მთავარია, პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, სასამართლომ კი შეუფარდა გირაო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.