საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ბათუმში დევნილები საპროტესტო აქციით დახვდნენ. იმ დროს როდესაც ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შესახვედრად სასამართლოს შენობაში შესვლას აპირებდა, დევნილებმა გზა გადაკეტეს და პრემიერს შეპირებული დახმარების შესახებ კითხვები დაუსვეს.
როგორც აფხაზეთიდან დევნილმა, ნანა ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მათ ესაუბრა და აუხსნა, რომ დახმარების პროცესი შესაძლოა, 3-4 წელი გაიწელოს.
აფხაზეთიდან დევნილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილი მათ პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში შეპირდა.
ამასთან, დღესვე დევნილმა მოსახლეობამ დრამატული თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან კარავი გაშალეს და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.