საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ჩაერთო აქციაში “გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე” სტუდენტებმა ღია უნივერსიტეტში გაიღეს სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.
სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ კეთილშობილურ საქმეში უფასოდ ჩაუტარდათ ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი). ასევე ,დაუდგინდათ სისხლის ჯგუფი და რეზუსი).
აქციის ჩატარებისა და სისხლის გაღების შემდეგ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გულწრფელი მადლობა გადაუხადა ამ აქციაში ჩართულ ყველა მონაწილეს.
,, სისხლი გავიღეთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. მოვიდა მრავალი სტუდენტი, ზოგმა ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვები, რაც აუცილებელი იყო სისხლის გაღებისათვის. თუმცა, მათ გულით უნდოდათ დახმარებოდნენ ბავშვებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ერთმა გოგონამ სისხლი ჩააბარა და შეუძლოდ გახდა. რა თქმა უნდა მოვიკითხე შემდგომშიდაც და დავრწმუნდი რომ სრულიად კარგად გრძნობდა თავს, მისი გაღებული სისხლი სიცოცხლეს გადაარჩენს. აი ეს კი სამაგალითოა, მან ეს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გააკეთა. მაგალითია იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს შესწევს ძალა, რომ გადაარჩინოს სიცოცხლე. ეს კი დიდი მადლია! მადლობა ყველა მსურველს და სისხლის გამღებს! მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო სტუდენტებს, რომ გაიღონ სისხლი-გადაარჩინონ სიცოცხლე!“ -ნათქვამია საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტ, ნოდარ თათვიძის განცხადებაში.