ვენეციის კომისია "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს.
დღეს, ვენეციის კომისია მორიგ პლენარულ სესიაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ "მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. სესიას ქართული მხრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე ესწრება.
სამინისტროს ინფორმაციით, ვენეციის კომისია კანონპროექტის განხილვას თბილისის დროით, დაახლოებით, 15:30 საათზე დაიწყებს.
ამასთან, როგორც ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, კომისიას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები აქვს.