სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის ერთმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გიორგი გიორგაძის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დღეს ეცნობა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.
შესაბამისად, სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობისთვის დღეს მეორე ტურში სამ კანდიდატს უყრიან კენჭს. ესენი არიან: ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე და მერაბ ჩიქოვანი.
დღესვე მეორედ უყრიან კენჭს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს.