საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურებს კიდევ ერთხელ სთავაზობს.
ცესკოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე საკანონმდებლო ორგანოში ნანა ბღარაშვილისა და ირაკლი იადონიძის კანდიდატურები შევიდა.
ნანა ბღარაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პროკურატურაში. დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ასევე სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერი.
ირაკლი იადონიძე კი სხვადასხვა დროს მუშაობა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროში. დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ არც ერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა.