სტუდენტები განათლების სამინისტროს მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობას მართავენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი განათლების სამინისტროსთან იმ მოთხოვნებს დააყენებენ , რომელიც დღეს ილიას უნივერსიტეტთან გააჟღერეს. სტუდენტები ტროტუარზე მოძრაობენ, ისინი გზის გადაკეტას არ ცდილობენ.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, დღეს პარლამენტი იღებს კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ მიმართულია უნივერისტეტის ავტონომიების შეზღუდვისკენ. მათი თქმით, ისინი აქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რაც პარლამენტის გადაწყვეტილებას გაიგებენ.