ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტებმა ე.წ. აკადემიური სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. სტუდენტებმა ჯაჭვი ჭავჭავაძის გამზირის სავალ შუა ზოლზე შეკრეს. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ჯაჭვი არის გამოხატულება ერთად დგომის და პროტესტის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაზე.
ამასთან, როგორც სტუდენტები ამბობენ, დღევანდელი აქცია და პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი უმაღლესი განათლებასთან დაკავშირებით. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ეს კანონპროექტი მთლიანად ზღუდავს ავტონომიის უფლებას, მთავრობა ცდილობს დანიშნოს მათთვის სასურველი პიროვნებები უნივერისტეტის ხელმძღვანელებად. ამასთან, მათივე თქმით, ისინი დღეს პარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან, ხოლო შემდეგ რას მოიმოქმედებენ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ცოცხალმა ჯაჭვმა თსუ-ს პირველ კორპუსთან გადაინაცვლა.