საპარლამენტო უმრვალესობის წევრისთვის ლევან ბერძენიშვილისთვის პრინციპულად მიუღებელია, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა ან რომელიმე მინისტრმა დანიშნოს.
ამის შესახებ ბერძენიშვილმა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
"კანონპროექტში არის დებულება, რომელიც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს არის ის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში პრემიერ-მინისტრი ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ თუნდაც დროებით შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტების ავტონომია. მე უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მირჩევნია, უნივერსიტეტის საბჭომ აირჩიოს ჩვენი ან ვინმეს წარმოდგენით არასასურველი რექტორი, ვიდრე ჩვენ, პრეზიდენტმა, პრემიერმა თუ მინისტრმა დანიშნოს ის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.