ზაზა ბროლაძე:  გლოვის დღეს ნადირაშვილმა და თარგამაძემ ირაკლი ალასანიას მიმართ პირდი ზიზღი არ დამალეს

ზაზა ბროლაძე: გლოვის დღეს ნადირაშვილმა და თარგამაძემ ირაკლი ალასანიას მიმართ პირდი ზიზღი არ დამალეს

სამწუხაროა, რომ გლოვის დღეს ირმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ არ დამალეს პირადი ზიზღი, რომელიც ირაკლი ალასანიას მიმართ აქვთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელი განცხადებებით ნადირაშვილმა და თარგამაძემ ზიზღი გადმოანთხიეს თავდაცვის სამინისტროსა და მთელ სისტემაზე.

"ეს არის მათი მხრიდან აბსოლუტურად ამოარალური საქციელი. რაც შეეხება სატენდერო პროცესს, არის აბსილუტურად ღია და გამჭვირვალე. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კომპანია გაიმარჯვებს, მთავარია მან წამოაყენოს საუკეთესო ტექნიკური პირობები და დაბალი ფასი", -განაცხადა ბროლაძემ.

მისივე თქმით, ტყუილია ისიც, რომ ქართული ჯარი იკვებება ირანული კვერცხით. ბროლაძის განცხადებით, ქართული ჯარი ადგილობრივი კვერცხით იკვებება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და თავდაცვის სამინისტრო ტენდერების კორუფიული სქემით ჩატარებაში დაადანაშაულეს.