პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება

უმრავლესობის წინადადების მიუხედავად, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები მაინც გაკეთდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გუშინ ბიუროს სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, გლოვის დღეების გამო პოლიტიკური განცხადებები ოთხშაბათის პლენარული სხდომის ნაცვლად, პარასკევს გაკეთებულიყო. 

მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირა, თუმცა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა უმცირესობას. ოპოზიციონერ დეპუტატ გოკა გაბაშვილის განაცხადებით, საპარლამენტო საქმიანობა ორი დღით საერთოდ უნდა შეწყვეტილიყო.

შესაბამისად, დღეს ოთხშაბათის პლენარული სხდომა ტრადიციულად განცხადებებით გაიხსნება.