ვლადიმერ პუტინი:   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნამდვილი ქართველია

ვლადიმერ პუტინი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნამდვილი ქართველია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნამდვილი ქართველია, - ამის შესახებ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ Russia Today-ში სტუმრობისას განაცხადა. 

"მე შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ის ძალიან კეთილი ადამიანი, რა თქმა უნდა, ნამდვილი ქართველია. წამებიც კი არ ყოფილა, რომ მას საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე არ ესაუბრა, თუმცა იგი ამ ყველაფერს ბრძნულად და მშვიდად აკეთებს", - აღნიშნა პუტინმა.

Russia Today-ში სტუმრობისას რუსეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს.