ვლადიმერ პუტინი: ვხედავთ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს და იგივეთი ვპასუხობთ

ვლადიმერ პუტინი: ვხედავთ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს და იგივეთი ვპასუხობთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეცდომაზე საუბრობს.
"არაერთხელ აღმინიშნავს თუ რაში მდგომარეობს რუსეთის პოზიცია. მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. ბევრჯერ ვისაუბრეთ ამის შესახებ, ვფიქრობ ის ამას ვერ უარყოფს. მე მას ვეუბნებოდი - მიხეილ ნიკოლოზის-ძევ ყველაფერი, რაც გნებავთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ სისხლისღვრამდე. ის მე სულ მეუბნებოდა - დიახ, დიახ, ჩვენ ვიმუშავებთ, მოვითმენთ, ვიმუშავებთ აფხაზეთთან და სამხერეთ ოსეთთანაც, მაგრამ ყველაფერი დასრულდა ომით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია RT-ს ეთერში სოფო შევარდნაძის კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, რუსეთი არსებულ ვითარებაში არაფერ შუაშია, რადგან აიცულებელი იყო მოთმინება და ურთიერთობის მოგვარება აფხაზებთან და ოსებთან ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში.

"ბევრი თქვენი კოლეგა უცხოეთში - ევროპაში, შტატებში, საქართველოში ხშირად ბრალს სდებს რუსეთს, მაგრამ მიმაჩნია რომ ნებისმიერ ობიექტურ დამკვრებელს ესმის, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. ეთიკური კოფნლიქტები ათეული კი არა ასწლეულებია არის. შეუძლებელია არ იცოდნენ 19-21 წლის ამბები, შეუძებელია არ იცოდნენ ურთიერთობები ხალხთა შორის. აუცილებელი იყო მოთმინება და სახელმწიფოებრივი სიბრძნე, რომ ერთიანი სახელმწიფოს ფრაგლებში, მოგვარებულიყო ურთიერთობა აფხაზეთთანაც და ოსეთთანაც. სამწუხაროდ ეს მიღწეული ვერ იქნა", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა რეაქცია მოვლებენზხე, რამაც გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მისი შეცვლა არ მოხდება.

"რეაქციამ მაშინ მიმდინარე მოვლენებზე მიგივიყვანა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებასთან. მე წარმოდგენილი არ მაქვს ამის შეცვლა", - განაცხდა პუტიმვა.

მისვე თქმით აღიარება არის ერთვარი წითელი ხაზი საქართველოსთვისაც რომელიც იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის ღსადგენად.

"ეს საქართველოსთვისაც ერთგვარად წითელი ხაზია, რომლის გადალახვა არ შეუძლია, რადგანაც როგორც თავად მიიჩნევს, ის იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდეტმა აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს აფხაზებისა და ოსების ინტერესების გათვალისწინებით.

"ეს არის საკითხი რომელიც ყურადღებით განხილვას მოითხოვს. მე ვიტყოდი, არათუ კონპეტენტურ გადაწყვეტილებას, არამედ საკითხის გადაწყვეტისას იმ ხალხის ინტერესების გათვალისწინებას, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. უფრო ზუსტად ვერ ვიტყვი... თუ პატივისცემით მოპყრობა იქნება იმ ხალხებისადმი, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრებენ და ამ მიდგომის საფუძველზე მოიძებნება გადაყწვეტილება, მაშინ ეს გადაწყვეტილება იქნება ხანგრძლივი დროით. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, გარედან თავსმოხვეული გადაწყვეტილების გარეშე", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ.

"რაც შეეხება საქართველოს ახალი მათვრობის გადაწყვეტლებას ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ და სურვილს გადაგან სხვა შემხვედრო ნაბიჯები, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ შეგვიძლია მისი შეფასება. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ჩვენც იგივეთი ვპასუხობთ", - განაცხადა პუტინმა.