"ძალიან ვწუხვარ, თუ შს მინისტრი ასე მიიჩნევს"

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს არაეფექტურობის შესახებ შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

"ძალიან ვწუხვარ, თუ შს მინისტრი ასე მიიჩნევს", - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს უშიშროების დღევანდელი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უშიშროების საბჭო არაეფექტური და უუნაროა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ეს არის არაეფექტური, ძალიან ფორმალური და ძალიან ხელოვნური შეხვედრები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ის სხდომას უაღრესად სასარგებლოდ აფასებს.