მაია ფანჯიკიძე საქართველოსთან დაკავშირებით

მაია ფანჯიკიძე საქართველოსთან დაკავშირებით "The Washington Post"-სა და "The New York Times"-ში გამოქვეყნებულ მასალებს აღმაშფოთებელს უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით "The Washington Post"-სა და "The New York Times"-ში გამოქვეყნებულ მასალებს აღმაშფოთებელს უწოდებს. 

როგორც ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, "The Washington Post" და "The New York Times"-ში ამა თუ იმ ქვეყანაზე ძალიან ხშირად გადაუმოწმებელი და შეურაცხმყოფელი ინფორმაციები ქვეყნდება. მისი თქმით, გასულ კვირას "The New York Times"-ში ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით გამოქვეყენებული სტატია ამორალურია.

"როდესაც ქართველი ჯაირსკაცების დაღუპვის ფაქტი შევიტყე, მეორე დღეს "The New York Times"-ში სრულიად აღმაშფოთებელი სტატია წავიკითხე იმის თაობაზე, ვითომ და როგორ უყურებენ ავღანელები იქ ქართველ სამხედროებს. ჩემი გაგებით, ეს იყო სრულიად აღმაშფოთებელი, არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა, რადგან ეს მიმართულია ამ სტატიის ავტორების მიმართ - ამორალური საქციელი. იმ დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ქვეყანამ ასეთი მსხვერპლი გაიღო და 7 ახალგაზრდა დაკარგა, ასეთი რამ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, საეჭვია ის წყაროები, რომელსაც გავლენიანი გაზეთების ჟრნალისტები ასახელებენ. "ისნი წერენ, ვითომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში პატივისცემით არ სარგებლობენ. ასეთი ერთეული წყარო რომც არსებობდეს, ჩემი აზრით, ამის დაწერა-გამოქვეყნება, როდესაც ქვეყანა გლოვობს, ამორალურია", - განაცხადა მინისტრმა. ფანჯიკიძის თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე მხოლოდ ქება სმენია.