მაია ფანჯიკიძე რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გადახედვას არ გამორიცხავს

მაია ფანჯიკიძე რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გადახედვას არ გამორიცხავს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გადახედვას არ გამორიცხავს. როგორც დღეს მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, საქართველოში მიგრაციის პოლიტიკა არ არსებობდა, რამაც არაერთი გაუგებრობა წარმოშვა სხვადასხვა სახელმწიფოებთან თუ კერძო პირებთან.

"არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ცვლილებების შეტანა ლიბერალურ სავიზო რეჟიმში. საქართველოს 114 ქვეყანასთან აქვს ცალმხრივად გაუქებული სავიზი რეჟიმი, რაც საშუალებას აძლევს მსოფლიოს 114 ქვეყნის მოქალაქეს ყოველგვარი ვიზის გარეშე ჩამოვიდეს საქართველოში და დაჰყონ 360 დღე. ამ ქვეყნებიდან ძალიან ცოტამ უპასუხა საქართველოს იგივეთი. უმეტესი ქვეყნებიდან ის რეაქციაც არ გვაქვს, რომ მათ ცნობად მიიღეს ჩვენს მიერ გაუქმებული სავიზო რეჟიმი. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ამას არ უნდა აკეთებდეს. ამ თემის განხილვა უნდა მოხდეს იმ კონტექსტში, რომელსაც ეწოდება მიგრაციის კომისიის შენარჩუნება. ამ მუშაობის ფარგლებში არ არის გამორიცხული მთელ რიგ ქვეყნებთან ეს დამოკიდებულება შევცვალოთ. არიან ქვეყნები, რომლებიდანაც არ ფიქსირდება არც ტურისტის მიმოსვლა, არც ეკონომიკური დაინტერესება და არც არაფერი. როდესაც ასეთი ვითარებაა შექმნილი მსოფლიოში, უნდა ვიზრუნოთ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.