საპარლამენტო კომიტეტებმა კახა იმნაძისა და ლევან დოლიძის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს

საპარლამენტო კომიტეტებმა კახა იმნაძისა და ლევან დოლიძის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კახა იმნაძისა და ნატო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან დოლიძის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. 

კახა იმნაძისა და ლევან დოლიძის კანდიდატურები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

აღნიშნულ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატებს კომიტეტის წევრებმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად მოუსმინეს.

კახა იმნაძემ და ლევან დოლიძემ წარდგენილ ორგანიზაციებთან დღეს არსებულ ვითარებასა და სამომავლო საქმიანობის ასპექტებზე ისაუბრეს. მათ პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხეს.

კანდიდატების მოსმენის შემდეგ, კომიტეტებმა ცალ-ცალკე ფარული კენჭისყრა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, კანდიდატურების პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაეჭირეს მხარი.