მაია ფანჯიკიძე:  ბიძინა ივანიშვილს ბევრი საქმე აქვს და ამჯობინებს, სხვა საკითხებს მიაქციოს ყურადღება

მაია ფანჯიკიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი საქმე აქვს და ამჯობინებს, სხვა საკითხებს მიაქციოს ყურადღება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი საქმე აქვს, რომელიც ემსახურება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას და იგი ამჯობინებს სხვა საკითხებს მიაქციოს ყურადღება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იმ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პრემიერის უშიროების საბჭოს სხდომაზე დაუსწრებლობას შეეხება. 

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილია ორი საკითხი, ეს არის ISAF-ში საქართველოს მონაწილეობა და ის მუქარის შემცველი ვიდეოები, რომლების ყოუტუბე-ზე აიტვირთა.

"ბევრი საკითხი გვაქვს. რაც შეეხება პრემიერს, იგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებეს ახორციელბს. შეხვედრაზე მივდივართ ისინი, ვისაც ეს საკითხი პირადად გვეხება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე განცხადებით, უშიშროების საბჭო მეორედ იკრიბება. პირველად საბჭო მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე აკეთებდნენ განცხადებას.

"ჩვენი შეხსენების შემდეგ პირველი შეკრება ფორმალური ხასიათის იყო. ეს არის მეორე მცდელობა საბჭოს მუშაობის, დავაკვირდებით საბჭოში მუშაობას და მივიღებთ გადაწყვეტილებას - გავაგრძელებთ თუ არა მასში მონაწილეობის მიღებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.