„უშიშროების საბჭოს შეკრება მნიშვნელოვანია“

„უშიშროების საბჭოს შეკრება მნიშვნელოვანია“

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს შეკრება მნიშვნელოვანია და ეს საუკეთესო შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი თემების ერთობლივად განსახილველად. „გასული კვირის მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველო მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას, როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს სხდომაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ განიხილონ ყველა შესაბამისი საკითხი.

პრეზიდენტის ინიციატივით, უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმების, საქართველოსადმი თალიბების სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოკლიპები და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რომლებიც უცხოეთში ვიზიტის გამო წინა სხდომას არ ესწრებოდნენ, მზად არიან, უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.

დღევანდელ სხდომას არ დაესწრება პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.