"ირაკლი ალასანიას პრეზიდენტთან ავღანეთში მისი ვიზიტების დაანონსებაზე ექნება შეკითხვა"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს განცხადებით, "თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ავღანეთში მისი ვიზიტების დაანონსებაზე ექნება შეკითხვა".

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომას გამოეხმაურა.

"ალასანიას აქვს შეკითხვა პრეზიდენტთან, რატომ არის აუცილებელი, რომ პრეზიდენტმა ლამის ერთი თვით ადრე დაანანონსა ავღანეთში ჩასვლა. ასეთ ზონებში ჩასვლა ასე არ ხდება. გაურკვეველი კადრები, რომელიც მისმა ტელევიზიამ, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ის არ მალავს ჩემთან რომ "რუსთავი 2" მისია, თქვენთან რატომღაც ვერ ახერხებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის პირველ პირთან ექნება შეკითხვა, "თალიბების" სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ დღეს 18:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.