"ყველამ კარგად იცის, "თალიბების" სახელით გავრცელებული ვიდეოების მსგავსი ფილმების გამკეთებელი ვინ არის"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ყველამ კარგად იცის, "თალიბების" სახელით გავრცელებული ვიდეოების მსგავსი ფილმების გამკეთებელი ვინ არის".

ამის შესახებ ივანიშვილმა "თალიბების" სახელით გავრცელებული ვიდეოების კომენტირებისას განაცხადა.

"გახსოვთ "ვერის უბნის მელოდიები?", - აი, შუბას რომ მოიპარავენ - "ჩვენ ვიცით ამ უბანში ვინ არის ამის შემძენიო". ჩვენ განა არ ვიცით ასეთი კადრების გამკეთებელი ვინ არის? თუ ამაზე საუბარია, თუმცა მე არ გამოვთქვამ ეჭვს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თუ წინასწარ ეჭვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მსგავსი თემებით არასოდეს ყოფილა დაკავებული და შესაბამისად, თუ ვინმეს ეჭვი აქვს, მისი პრობლემაა და ეს არ არის გუნდის პრობლემაა. არავითარი დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ. ეს მათი ხელწერაა. ისინი ახერხებდნენ მსგავსი ფილმების გაკეთებას, გავრცელებას, მოდელირებულ ქრონიკა და მსგავსი რაღაცეები ჰქონდათ მათ. ეჭვის საფუძველს იძლევა და არა მეტი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის ფედერალურ ბიუროსთან. ფაქტი, რომ ეს საქართველოში დაიდო, ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ცუდი იყო, როდესაც ის ჩანაწერები გააკეთა პრეზიდენტმა, რომელმაც ერთი თვით ადრე განაცხადა ასეთ ზონაში ჩასვლა და მეორე, ცუდი იყო, როცა მისივე ტელევიზია ამას აჩვენებს. ეს არ იყო კორექტული, ამას ბევრი ექსპერტი ამბობს და მეც ვეთანხმები", - განაცხადა ივანიშვილმა.