ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება.

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა.

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრებიან.

"ჯერ უნდა დავრწმუნდე და საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებელია და სასწრაფოდ მისასვლელია. მერე უნდა დავრწმუნდე რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა და მომავალში - რატომაც არა. უნდა დავრწმუნდებით, რომ საკითხები ისმება არა საკითხებისთვის და არა იმისთვის, რომ შეკრება მოხდეს. სამი მინისტრი მიდის და სამივეს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა პრეზიდენტთან და ბოკერიასთან და ვნახოთ, რა შედეგები იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზე გაიმართება.