ქუთაისის პარლამენტში შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის პარლამენტში შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის პარლამენტში შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა. 

შენობის ნული სართულის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჭერის ჩამონგრევის მიზეზი სახანძრო მილის დაზიანება გახდა.

პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის ინფორმაციით, "წყლის ძლიერ ნაკადს კედელმა ვერ გაუძლო და ნაწილობრივ ჩამოიშალა".

ცნობისთვის, ფლიგელში, სადაც შემთხვევა მოხდა, განთავსებულია გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკის, ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების სამუშაო ოთახები.

გვიან ღამით ვითარებას ადგილზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაეცნო.