ნოდარ ხადურს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ნოდარ ხადურს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

საქართველოს ფინანსთა მინისტრს უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ თემაზე გადაწყვეტილებას დღის განრიგიდან გამომდინარე მიიღებს.

"მივალ თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გადაწყვეტილი არ მაქვს. უამრავი საქმეა სამინისტროში. გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, როგორ აეწყობა დღევანდელი დღე", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 18.00 საათისთვის არის ჩანიშნული