ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა. როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , შენობის ნული სართულის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჭერის ჩამონგრევის მიზეზი სახანძრო მილის დაზიანება გახდა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, მილიდან წყლის ძლიერი ნაკადი წამოვიდა, რასაც კედელმა ვერ გაუძლო და ნაწილობრივ ჩამოიშალა.

"გიფსო კარდონი გაიჟღინთა, ვერ გაუძლო და ჭერი ნაწილობრივ ჩამოიშალა.

დაშავებულები არ არიან. წყლის გადაკეტვა შეთხვევიდან 5 წუთში მოხერხდა. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები",-აღნიშნა მარაქველიძემ.

ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთში განთავსებულია გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების სამუშაო ოთახები.