რუსეთში ქართული ღვინის პირველი პარტია გავიდა

რუსეთში ქართული ღვინის პირველი პარტია გავიდა

რუსეთში ექსპორტზე ქართული ღვინის პირველი პარტიები გავიდა. ამასთან დაკავშირებით დღეს, 14:00 საათზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი მედიისთვის ბრიფინგს გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამის შემდეგ ჟურნალისტებს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობის" და "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" საწარმოების დათვალიერების და საექსპორტო პროდუქციის გადაღების საშუალება ექნებათ.