უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება

უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ხვალ, 18.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს.

"სხდომაზე "აისაფის" საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება", - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.