უშიშრობის საბჭოს სხდომის თარიღს გიგა ბოკერია გამოაცხადებს

უშიშრობის საბჭოს სხდომის თარიღს გიგა ბოკერია გამოაცხადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის ინფორმაციით, "უშიშრობის საბჭოს სხდომის თარიღს უშიშრობის საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამოაცხადებს".

ამის შესახებ ბარნოვმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

"ამ თარიღს უშიშრობის საბჭოს მდივანი თავის დროზე გამოაცხადებს", - განაცხადა ბარნოვმა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი დრო დანიშნოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის აპარატების შეთანხმების მიხედვით, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება-არდასწრების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ თარიღის დანიშვნის შემდეგ მიიღებს.

"ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი თბილისში იმყოფება ორშაბათს და სამშაბათს და მხოლოდ ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებს სხდომაზე დასწრების ან არდასწრების გადაწყვეტილებას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.