თბილისის ,,შემოვლითი რკინიგზის’’ გახსნა გადაიდო

თბილისის ,,შემოვლითი რკინიგზის’’ გახსნა გადაიდო

რადიო ,,კომერსანტის’’ ინფორმაციით, თბილისის ,,შემოვლითი რკინიგზის’’ გახსნის თარიღმა გადაიწია. როგორც ცნობილია, ,,შემოვლითი რკინიგზის’’ გახსნა ივნისის შუა რიცხვებში იგეგმებოდა. თუმცა, საინჟინრო-ზედამხედველი კომპანია აღნიშნულ თარიღს ეჭვის ქვეშ აყენებდა.

დღეს ,,რკინიგზაში’’ აცხადებენ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით კონტრაქტორ კომპანიასთან მთელი რიგი შენიშვნები აქვთ და მხარეებს შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პროექტის სხვა დეტალებზე ,,საქართველოს რკინიგზა’’ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. შემოვლითი რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის ჯამური ღირებულება თავდაპირველად 280 მილიონი ევრო იყო, საიდანაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წილი 100 მილიონი, ევროპის საინვესტიციო ბანკის 100 მილიონი და საქართველოს რკინიგზის წილი 80 მილიონი ევროთი განისაზღვრა.