ჯეიმს აპატურაი:   ნატო კავკასიისთვის მეტი ყურადღების დათმობას აპირებს

ჯეიმს აპატურაი: ნატო კავკასიისთვის მეტი ყურადღების დათმობას აპირებს

"ნატო კავკასიისთვის მეტი ყურადღების დათმობას აპირებს", - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ. "ვესტნიკ კავკაზას" ინფორმაციით, განცხადება ამის თაობაზე აპატურაიმ პიატიგორსკში მიმდინარე "რეგიონალური უსაფრთხოების ახალი გამოწვევების" საერთაშორისო კონფერენციაზე გამართული ტელეხიდისას გააკეთა. 

"ამ რეგიონს სათანადო ყურადღება არ ექცევა. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ უნდა დავეხმაროთ რუსეთსა და ამ რეგიონის მოსახლეობას. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ კავკასიას", - განაცხადა აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაიმ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის საერთო პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების გამყარებაა, თუმცა "არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ და რუსეთი ვერ ვთანხმდებით – მაგალითად, საქართველოსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხებში".