შსს-ს ინფორმაცია

შსს-ს ინფორმაცია "შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა"

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო „ზიგანა“-ს მენეჯერი, 1971 წელს დაბადებული შორენა ხ, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო „იაკამუზა“-ს დროებითი მფლობელი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ანაჰიდ ა. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

ორივე სასტუმრო ბათუმში, გონიოს დასახლებაში მდებარეობს და რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. მოწმის სტატუსით დაიკითხა სასტუმროებში მომუშავე ოცამდე ქალბატონი.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 254-ე მუხლით).