ქართველი სამხედროების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივის

ქართველი სამხედროების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივის

ამერიკის შეერთებილი შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ ქართველი სამხედროების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის, - ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა სამების ტაძარში ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ამერიკის ელჩმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა. "ვიზირებ ქართველი ხალხის მწუხარებასაც, თანავუგრძნობ დაღუპული სამხედორების ოჯახებს, რომლებმაც ძმები, მამები, შვილები და მეუღლეები დაკარგეს, თუმცა, მნიშვნელოვანია მათ იცოდენ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ არიან, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ქართველი სამხედორების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.