იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის თანამდებობაზე 2/3 ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის თანამდებობაზე 2/3 ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის თანამდებობაზე 2/3 ბარიერი პირველი ტურის შედეგად ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ხმის დამთვლელმა კომისიამ პირველი ტურის შედეგები უკვე გამოაცხადა იმ ოთხი მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც უფლებამოსილნი არ არიან, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა შეითავსონ.

პირველი ტურის შედეგად ყველაზე მეტი – 135 ხმა მიიღო ლევან მურუსიძემ, 119 ხმა – ილონა თოდუამ, 98 – პაატა სილაგაძემ, 71 – მაია ბაქრაძემ, 70 _ დიანა ბერეკაშვილმა, 52 – ბესიკ სისვაძემ, 45 – ირაკლი ადეიშვილმა, 42 – თამარ ალანიამ, 40 – თამარ ზამბახიძემ, 33 – დურმიშხან ჟორჟოლიანმა, 32 – დავით ღიბრაძემ, 31 – ინგა კვაჭანტირაძემ, 25 – იოსებ ბაღათურიამ, 24 – ზაზა მარტიაშვილმა, 23 – ლელა ცანავამ, 19 – ეკა არეშიძემ, 19 – ბადრი კოჭლამაზაშვილმა, 14 – ეკატერინე ცისკარიძემ, 13 – შორენა გუნცაძემ, 10 – გიორგი გოგინაშვილმა.

სულ გაცემული ბიულეტენი იყო 236, საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა 236, აქედან ბათილად ცნობილ იქნა 2. ვინაიდან ხმათა 2/3 (დაახლოებით 158 ხმა) ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება, სადაც წევრობის კანდიდატმა არანაკლებ ხმათა 1/4 უნდა მოიპოვოს. ¼   ¼ ¼ ¼     

ამ წუთებში ხმის დამთვლელი კომისია იმ ბიულეტენებს ითვლის, რომლის საშუალებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის სამი კანდიდატი უნდა დასახელდეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, წევრის თანამდებობასთან ერთად, სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობა შეითავსონ. აღნიშნულ პოზიციაზე 4 კანდიდატია წარდგენილი.