შსს-მ დაჭრის ფაქტი გახსნა

შსს-მ დაჭრის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში 1971 წელს დაბადებული კობა ქ. ამხილეს.

აღნიშნულმა პირმა გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან „ძმობის დუქანში“ მასთან ერთად სუფრასთან მყოფი 48 წლის შალვა არუნაშვილი ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს გორის ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულში ბრალდებული კობა ქ-ს დასაკავებლად სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით)