შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 1971 წელს დაბადებული კობა ქ. დააკევს.

აღნიშნულმა პირმა გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან „ძმობის დუქანში“ მასთან ერთად სუფრასთან მყოფი 48 წლის შალვა არუნაშვილი ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს გორის ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დანაშაულში ბრალდებული კობა ქ-ს სამართალდამცველებმა სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით)