"აშშ და მთელი მსოფლიო დღეს საქართველოსთან ერთად გლოვობს"

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, "აშშ და მთელი მსოფლიო დღეს საქართველოსთან ერთად გლოვობს".

ამის შესახებ ნორლანდმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცებიც ჩამოსვენების ცერემონიალზე განაცხადა.

"დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი ცივილიზებული სამყარო თქვენთან ერთად გლოვობს ამ უზარმაზარ დანაკარგს. დღეს ჩვენ დავტირით გმირებს, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. მე პირადად 2 წელიწადნახევარი გავატარე ავღანეთში და ძალიან კარგად ვიცი, რომ მათი თავგანწირვით იმ ხალხს მიეცა შესაძლებლობა, ზეწოლის რეჟიმს თავი დააღწიოს. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს ზეწოლის რეჟიმი გადატანილი აქვს, ამ თავგანწირვას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენთან ერთად ვართ ამ გლოვის დღეებში", - განაცხადა ნორლანდმა.